წლები წინ მიდის და...
წლები წინ მიდის და მრჩება მოგონება უკვე გარბენილი გზების, შორი ბავშვობიდან ბებო მახსენდება, ბაბუს შევერცხლილი წვერით. სარკეს გავხედე და მიმზერს ჩემი ლანდი, უკვე შემტყობია წლებიც, უცბად გამახსენდა ცელქი ბავშვობიდან, ბევრი სიხარულის წლები. ვიგრძენ, ჩაიქროლა ჩვენმა ქარავანმა და ჩვენც შეგვვერცხლია თმები. გულით ბიჭები და სულით გოგონები სხვისთვის მოხუცები ვხდებით. თვალი დავხუჭე და თვალწინ წარმომიდგა ბავშვი შვილის მსგავსი ფერის ნაბიჯ არეული ხელებს რომ მიშლის და პირველად რომ მეტყვის ბების. სარკეს გავუღიმე თავგზა აურიე, მხრებში გავიმართე შვებით, არც თუ უიმედო თვალით დავინახე ჩემს წინ მიმავალი წლები. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი