მინდა სამყარო გავაფერადო
მინდა, ყველა დღეს ლამაზად შევხვდე, ლამაზი იყოს ზეცაც, მზის სხივიც. მინდა, რომ ლამაზ ფერად შევიგრძნო თავსხმა წვიმის ხმა და ცის ქუხილიც. მინდა, სამყარო გავაფერადო, წრფელი გულისხმით და სიყვარულით. ხვალის დღე მინდა რომ გამითენდეს ლამაზ სურვილთა გამონათების. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი