შენ ხარ ძლიერი


დედაშვილობას ვერ დაჩრდილავს 
ვერცერთი გრძნობა, 
ის ბუნებრივი გრძნობებიდან 
ძალიან შორს დგას.
შენ ხარ ძლიერი 
რადგან გქვია შვილისთვის დედა, 
დედას ცრემლები არ უხდება, 
ის მუდამ მხნეა.

ბედნიერი ხარ, 
რადგან შვილის თვალებით ხედავ, 
ოცნებების და სურვილების 
ახდენის ზესვლას.  
შორით ხედვა გჭირს, 
რადგან დედის თვალები მზეს ჰგავს, 
როცა შვილს უჭირს 
დედა თბილი ღიმილით მთებს ძრავს.

შენ ხართ ძლიერი,
რადგან შვილი გინათებს ბნელ გზას,
შვილის ღიმილზე დედის თმებში ჭაღარა ქრება.
დედაშვილობას ვერ დაჩრდილავს 
ვერცერთი გრძნობა, 
ის ბუნებრივი გრძნობებიდან 
ძალიან შორს დგას.
         თამარგელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი