აქ ჩემს სამშობლოში


აქ ჩემს სამშობლოში დილა სხვაგვარია,
წვიმა მიმღერის და მთები დამხარიან,
ეკლიანი ღობე ტურფა ბაღნარია,
მინდვრის ყვავილიც კი გულის წამალია.

ჩემს ტკბილ სამშობლოში რთველს ღვთის მადლს ადრიან,
მზე სხივებისმფენი მტევნებს დაჰხარიან,,
ჩვენში უხვ მოსავალს ჭირ ნახულს ადრიან,
ვაზის წვეთი ჩვენში ცრემლის სადარია.

ჩემს თბილ სამშობლოში თოვლი საბანია,
გაზაფცულის მოსვლა მერცხალს ავალია,
გვირილის ფურცლებიც გრძნობით დამთვრალია,
ჭიამაიებს კი ავდარს აბრალიან.

აქ ჩემს სამშობლოშის სვეტზე ტაძარია, 
მასზე ჩუქურთმები რწმენით ნაქარგია,
სტუმარ-მასპინძლობა ზღაპრის სადარია,
ბებოს ცივი ჭადიც ტკბილი შაქარია.
                      თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი