ეს ცხოვრება ბევრი გულის ტკივილია
ეს ცხოვრება ბევრი გულის ტკივილია, ხშირად იღებ ტკბილის ნაცვლად მწარეს, რასაც დასთეს ზოგჯერ იმას ვერ მიიღებ, მაგრამ მაინც სჯობს სიკეთეს გაჰყვე. ზოგჯერ კიბეს აღმა უნდა დაეძალო, ზოგჯერ რაღაც მიგაქანებს თავქვე, მაგრამ მაინც გულით მწამს რომ ვერასოდეს უკეთურ გზას ვერ გავყვები გზაზე. ეს ცხოვრება ფიქრის ღამეს გათევინებს კარგს და ბოროტს ქვეყნად შენ ვერ დალევ, მაგრამ არის ის ნათელი ვარსკვლავებიც შენ ვისთვისაც გეფიქრება კარგზე. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი