დრო


დრო ახდენს დღეთა გადაფასებას, 
რა იყო კარგი, რას ერქვა მრუდე, 
თურმე სევდასაც ლამაზი ქვია, 
როცა გვახსენებს ის ლამაზ წუთებს . 
. 
ავდრის ღრუბელმა არ დაგაჩოქოს 
რაც უნდა მძიმე წუთები გიდგეს, 
მუდამ გვახსოვდეს არ აგერიოს 
არ შეგეშალოს სწორი და მრუდე.

დღეს რაც ვარდისფერ ფერებს ასხივებს, 
ხვალ შესაძლოა ნაცრისფრად ქუხდეს,
ფერთა ცვლების გზაგასაყართან
მთავარი აზრი არ გაგვიმრუდდეს.

არ აგვერიოს, არ შეგვეშალოს,
არ შეგვეშალოს სწორი და მრუდე.
                   თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი