ეს მთები მიყვარს


ეს მთები მიყვარს, 
შეუპოვარ გმირებს რომ გვანან, 
ეს ზეცა მხიბლავს, 
სიცოცხლისფერ დილას რომ მჩუქნის, 
ბერმუხა მიყვარს, 
მოშრიალე ბებერ სხეულში
ასწლეულების ისტორიას ჩუმად რომ ითვლის. 
ეს ციხე მიყვარს, 
აზიდული ცას რომ ედრება, 
მოდი მნახეო, რომ მომიხმობს პირმომღიმარი. 
ეს ხედი მხიბლავს, 
მობიბინე გაშლილ მდელოზე 
სულის სისწრაფით რომ მიტოკავს თეთრი მერანი.
ეს მიწა მიყვარს
საოცარი სამოთხის მსგავსი 
მხიბლავს თუ როგორ ეგებება მართვე ალიონს,
ეს ნისლი მიყვარს ბებერ მთათა ხშირი სტუმარი ,
მხიბლავს ლამაზად რომ ეხვევა თეთრ კავკასიონს .
                               თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი