არც ისე ძნელია
არც ისე ძნელია, რომ გასცე სიკეთე,
რომ ხიბლი შემატო სიცოცხლეს ავდღიანს,
არც ისე ძნელია ღიმილი აჩუქო,
თვალზე ცრემლ მორეულ ვინმე გულდარდიანს.
არც ისე ძნელია წარმოთქვა სიტყვები:
შენ შეძლებ! შენს გვერდით მე ფარად მიგულე!
არც ისე ძნელია არც ისე რთულია
რომ უცნობ გამვლელსაც უსურვო სიკეთე.
თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი