ბედის ირონია


ზოგჯერ შეცდომით, ზოგჯერ განგებ, შავი მიზნებით,
ძვირფას ოქროსაც მოისვრიან ნაგვის ურნაში.
 მაგრამ ის ოქრო რა ოქროა თუ ბრწყინვალებით
 კეთილგანწყობა არ დათესა აბლაბუდაში. 

ოქრო ოქროა, ურნაშიც და ლაფში გათხვრილიც, 
ოქროს სიმტკიცე წუმპეშიაც შეურყევია.
დრო გადაარჩევს ლაფს და ნაგავს, მრუდსა და მართალს,
ოქრო წუმპესთან დროს არასდროს შეურევია.
                                     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი