ბედნიერება არის…


ბედნიერება არის საგზალი,
თუ გსურს ცხოვრების სიტკბო შეიგრძნო.

ბედნიერება არის სანთელი, 
კეთილ საქმისკენ გზა რომ გაიგნო. 

ბედნიერება არის რომ ხედავ
მზისა და მთვარის შემხვედრ ალიონს.

ბედნიერება არის ზღაპარი, 
რომლის დამწერიც შენ უნდა იყო.
                     თამარ გელაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი