წაქცევა გვასწავლის თუ როგორ წამოვდგეთ


წაქცევა გვასწავლის თუ როგორ წამოვდგეთ, 
და როგორ ვანათოთ ბნელ გზაზე სინათლე. 
წაქცევა გვასწავლის, რომ ყველას არ ვენდოთ, 
ვინაგვყავს კარგის და კეთილის მოსურნე. 

რომ რაც გულს გვიხარებს ყოველთვის არ კმარა, 
ზოგჯერ სიმართლისთვის ვეშვებით თავდაღმაც, 
დროის სვლას თან მიყავს ვინც წასასვლელია, 
ერთგულნი ყოველთვის ჩვენს გვერდით რჩებიან. 

და მაინც რაც უნდა გვიმუხთლოს საწუთრომ, 
კეთილი ზრახვები მოკეთეს გავუყოთ, 
როდესაგ გვგონია რომ უკვე დანებდით, 
ჩვენს გვერდით ის რჩება ვინც იყვნენ ნაღდები.
                        თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი