გმირის გასაუბრება შვილთან
-მინდა გახსოვდეს,
მტერს ჰქვია მტერი
და მას არასდროს
მოყვრად არ ველი.
მტრის დამცველს ჩემთვის
ენა აქვს გველის,
მასთან მებრძოლს კი
სამშობლოს მცველის.
-ვინც მოძმეს მიკლავს,
ვინაა ჩემი?
-ისაა შენი მოსისხლე მტერი.
-და ვინც მტერს იცავს?
-ორმაგი მტერი, თუმცა
მას არ აქვს სამშობლო, გენი.
-და თუ ვერ ხვდება ვინაა მტერი?
-მაშინ?
ჰო,მაშინ მას ქვია შტერი.
-და საშიშია ასეთი მტერი
ვისაც სახელად უწოდე შტერი?
-საშიში როგორც ნაკბენი გველის,
როგორც უფსკრულთან გაშვება ხელის ...
თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი