მამუკა ონაშვილის ხსოვნას


მომღერლის საფლავთან ცრემლი არ დაღვაროთ,
ტაშით და ჰანგებით აუვსეთ სამარე, 
სცენაზე მიძღვნილი ვარდები არ კმარა, 
მას ერთი სანთელი ლოცვის დროს დაუნთეთ. 

უბრალოდ იცხოვრა, უბრალო კაცივით, 
უბრალოდ სიმღერებს შიგ გულში გვაქსოვდა, 
მას ერგო ლამაზი სახელით წასვლა  და 
სახსოვრად ლამაზი სიმღერა დატოვა.
               თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი