სხვისი ჭირი
როცა ხდება სხვისი ჭირი ღობის ჩხირის სადარი, მაშინ შენი ვაჟკაცობა ალბათ ხვდები სად არის? საქმით არ გთხოვთ ივაჟკაცო, ოღონდ სიტყვით იკაცე, და თუ ეგ არ შეგიძლია პირზე ხელი იტაცე. მეგობრისთვის გვერდში დგომა ეს ვაჟკაცის წესია. არვინა გთხოვს იყო გმირი ეს რჩეულთა ხვედრია ჩვენ ბევრი გვყავს სულით გმირი სიტყვით საქმით მაგარი, მტერს რომ მტრულად დაუხვდება მტკიცე კედლის სადარი. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი