ჩემი მეგზური ხარ


ჩემი მეგზური ხარ,
ამ რთულ წუთისოფლის გამკვალავი,
ჩემი იმედი ხარ,
ჩემი გაჭირვების ჩირაღდანი.

ჩემი საყრდენი ხარ, 
ჩემი ამ ცხოვრების თანამგზავრი,
ჩემი რჩეული ხარ, 
ჩემთვის საიმედო მამაკაცი.

შენ ხარ ჩემი ცრემლის, 
ჩემი სიხარულის დამნახავი,
უშენობის წუთებს 
ჩემთვის დაერქმევა ქარბორბალი.

შენთან ძლიერი ვარ,  
შენთან მსუბუქდება ყველა დარდი.
ამ ცხოვრების გზაზე 
ჩემთვის შენ გზაც გქვია და საგზალიც.
      თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი