ცხოვრება გაზაფხულს არაგავს


ცხოვრება გაზაფხულს არაგავს, 
ჭრელ-ჭრელი ყვავილით მოფენილს,
ხან სუსხი გვეწვევა უდროო,
ხან გვალვა უფერულ დღეების. 

ცხოცრება არც ზაფხულს არაგავს,
ლაღი და ლამაზი ფერებით, 
ძნელია გალიო საწუთრო,
ლაფში გაუსვრელი ხელებით.

ცხოვრება არც ზამთარს არაგავს, 
ბევრი აქვს ლამაზი დღეები, 
თუ გინდა ზამთარსაც გაათბობ,
მხურვალი და თბილი ხედვებით.
               თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი