ყველას არ შესწევს ძალა გაგიგოს
ყველას არ შესწევს ძალა გაგიგოს და შენი ჭირი მიიღოს ჭირად, ლხინში მყოფს პირში როცა გიღიმის უკან სამარეს გიმზადებს ხშირად. არ მწამს ასეთი ვითომ მოკეთე, გზას დავულოცავ შორს ჩემგან მშვიდად, გული მას იღებს ვისაც ვენდობი და ამ ნდობაში ჩემს გრძნობებს ზიდავს. ზოგჯერ შევცდები და დავეცემი, მოძმის გაკიცხვა მაგ დროს არ მინდა, თუ შეგწევს ძალა წამომაყენე და შენიშვნებიც მომეცი ფრთხილად. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი