როცა გული დარდს დაემონება


როცა გული დარდს დაემონება, 
ყველაზე მეტად მაშინ მინდები, 
მინდა ჩემს სევდას დაატყდე რისხვად, 
მითხრა, რომ ისევ კარგად ვიქნები.

როცა სიხარულს გულში ვერ ვიტევ, 
უფრო და უფრო მეტად მჭირდები, 
შენ ჩემი სულის მესაიდუმლევ, 
იმ სიხარულშიც მცველად მიდგები.
      თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი