ჩემი სამშობლოს ცას სხვა სხივი აქვს


ჩემი სამშობლოს ცას სხვა სხივი აქვს, 
ზეცას დალივლივებს არწივები, 
ველებს სიყვარულით ფურცლებს უთვლის 
თეთრი, გულყვითელა გვირილები. 

ჩემი სამშობლოს ზღვას სხვა ფერი აქვს, 
ფირუზ, მარჯნისა და ბროლის ფერი, 
ჭალებს გახედავ და დაგატყვევებს 
ერთურთს ჩახვეული ტირიფები. 

ჩემი სამშობლოს მთებს სხვა ჟინი აქვს, 
ღრუბლებს ეტოლება მთის წვერები, 
ბალახს ცვარნამიანს, ბარხატოვანს, 
ქარი თმას უვარცხნის მოფერებით. 

ჩემი სამშობლოს გზას სხვა ხიბლი აქვს,
მთებზე აყოლილი ბილიკებით, 
წყარო მორაკრაკე ხმით გატკბობს და
ბაგეს დაგიკოცნის წყლის წვეთებით.
           თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი