შობის ღამეა


შობის ღამეა, ფანჯრებიდან სანთლები ელავს, 
ყველა ტაძარში მხიარული ზარები რეკავს,
ისმის გალობა, სულს სიმშვიდის ჰანგები სწვდება, 
ქრისტეშობაა, დღეს სამყარო მესიას ხვდება. 

შობის ღამეა, სურვილების ახდენის გვჯერა,
გვჯერა კეთილი სურვილები ყოველთვის ხდება,
შობის ღამეა,ვარსკვლავები დღეს ქრისტეს ხვდება, 
დღეს სამყაროში იმედებით აღსავსე დღეა.
        თამარ გელაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი