იმერელი მასპინძელი


ჭადი კეცზე, ჭყინტი ყველი 
და ლობიო ქოთნით, 
პრასი ნიგვზით, ფხალი მინდვრის, 
ხის პატარა გობით, 
გამომცხვარი თონის პური, 
ხაჭაპურიც ხონჩით, 
დაბრაწული ვარიები 
და კალმახი ფოთლით. 
სუფრის თავში ციცქას წვენი 
ტუჩ გახსნილი დოქით, 
მასპინძელი ხმას იმაღლებს, 
აქეთ ჩემთან მოდით. 
გულიანი შეგებება ენაკვიმატობით, 
სადღეგრძელო სიტყვით არა, 
აქ გულიდან მოდის. 
არ გჭირებათ ბევრი ფიქრი 
ალბათ თუ სად მოხვდით?
ამ სიტყვების ყველა კვალი 
იმერეთში მოდის..
                  თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი