ახალწლის ღამეს


ახალ წლის ღამეს სამყაროში 
სასწაულს ველით 
და სურვილების ასრულების 
ყოველთვის მჯერა,
ნაძვის ხეს ირგვლივ დავტრიალებ 
თბილი ღიმილით,
ტოტებს ფერადი ბურთულებით 
ლამაზად მოვრთავ.
დაველოდები მოუთმენლად 
ამ წლის მეფეხეს,
მეკვლის ჯიბიდან კანფეტების 
ბრჭყვიალა თოვას,
შევავსებთ სასმისს, მოვიკითხავთ 
ნაცნობ მეგობრებს 
და ვადღეგრძელებთ ახალიწლის 
ბედნიერ დილას.
          თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი