ახალი წლის საღამოა


ახალი წლის საღამოა, ლხინით სავსე,
თოვლმა თეთრად გადაპენტა მთა და ველი,
ბებო ბუხარს მიჯდომია მოღუზღუზეს,
მე კი გარეთ თოვლში თოვლის პაპას ველი. 

გადავთეთრდი თოვლმა თეთრი ფიფქით მომრთო,
ჩამჩურჩულა-თოვლის პაპას ჯერ ნუ ელი,
სურვილების ასრულება მაშინ ხდება,
როცა გძინავს და სიზმარშიც მას მოელი. 

ჩამეძინა მოლოდინის გრძნობით სავსეს,
დადგა დილაც სურვილების ასრულების,
თბილ ბუხართან თოვლის  თეთრი პაპის ნაცვლად, 
დამხვდა ყუთებში ჩაწყობილი საჩუქრები.

გული დამწყდა, მაგრამ მივხვდი არ ეცალა, 
მას როგორც მე, ალბათ ყველა ასე ელის,
ჩამოივლის ეზო-ეზო, ბუხარ-ბუხარ,
რომ ახაროს საახალწლოდ პატარები.
                         თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი