სინდისის საზომი


არავის ვედრები, ესა ვარ რაცა ვარ, 
ჩემი მაქვს სინდისის საზომი,
ვინც მომწონს ვაფასებ, თბილადაც ვექცევი, 
ვინც მთრგუნავს უბრალოდ ვეცლები.

მახარებს სიკეთით ავსილი თვალები,
გულწრფელი უბრალო ქცევები,
არ ვცდილობ ფლიდური  აზრების წაკითხვას,
უბრალოდ მაინც ვერ შევწვდები.

თუ ვდუმვარ ყოველთვის არ ნიშნავს თანხმობას,
დუმილით დარდითაც ვივსები,
ჩემი მაქვს სამყარო ფერადი ფიქრების,
 ბოროტი აზრით არ ვმძიმდები.

მას ვამბობ უბრალოდ რაც ფიქრად მომივა 
კეთილი ზრახვით და მიზნებით,
თუ ვინმეს ზურგს უკან გაკილვას შევამჩნევ 
სამარის კარს იქით ვცილდები.


არავის ვედრები, ესა ვარ რაცა ვარ, 
ჩემი მაქვს სინდისის საზომი,
ვინც მომწონს ვუღიმი, თბილადაც ვექცევი, 
ვინც მთრგუნავს უბრალოდ ვეცლები.
                    თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი