ცხვრის სამოსელით
სტუმარი ღვთისა, ეს გამოთქმა ხშირად მესმოდა, გზააბნეული ყველა მგზავრი ღვთისა მეგონა, საღვთოდ მიღებულს თურმე სამტრო გული მოჰქონდა, სტუმრის ღიმილში მკვლელთა ხროვა იმალებოდა. ბავშვობიდანვე ვინც გვასწავლა სტუმარი ღვთის არს, მანვე მასწავლა, მტერს მიეზღოს ყოველთვის მტრისა, მე ვერ ვიქნები მასპინძელი სამტრო სტუმარის, მტერი ცხვრის ქურქში გახვეული მტრულად ვიცანი. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი