რა დავაშავეთ?
რა დავაშავეთ? სად დავუშვით ნეტავ შეცდომა?... -როცა ჭკვიანი სულელი და ბრიყვი გვეგონა, ყალბ სახიანებს რომ მივანდეთ გვირგვინოსნობა. რა დავაშავეთ? სად დავუშვით ნეტავ შეცდომა?... -მოკეთისაგან ბრძნული რჩევა მგლური გვეგონა, ფარისეველი სტუმარი რომ კარგი გვეგონა და მასპინძელის როლში მყოფებს თავი მოგვწონდა. რა დავაშავეთ? სად დავუშვით ნეტავ შეცდომა?... -ახლო წარსულის დავიწყებით, გულს ვტკენდით მოყვასს, მოსისხლე მტერი, რომ მივიღეთ გულღიად, მოყვრად და მივუტევეთ და-ძმების და შვილების ხოცვა. რა დავაშავეთ?... მტრის ფეხების დავიწყეთ ლოკვა, მგელმა კი გვითხრა, მგელი ვარ და ვერ ვიშლი მგლობას. მტერი ყოველთვის მტერია და ნუ მოთხოვ ძმობას. წარსულის გმობა არ შერჩება არც მტერს, არც მოყვასს. რა დავაშავეთ? რად ვისჯებით? კიდევ რა მოხდა? ვერ გავიგონეთ -შვილდაკარგულ ოჯახის ოხვრა. ვერ დავინახეთ- მტერი მტრად და მოყვარე მოყვრად. ვერ გავიაზრეთ-რა გვჭირდა და რამ დაგვამონა. თვალზე ბინდ დაკრულს ზურგს უჩვენებ როდესაც მოყვასს, მაშ რაღას ოხრავ ჩემო თავო, მაშ რაღას ოხრავ. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი