არ განიკითხო შვილმკვდარი დედა


შვილმკვდარი დედის სანთლებიდან 
ცრემლები ღვენთავს, 
არ განიკითხოთ, არ დაუწყო 
მას ეჭვით მზერა, 
მათი სიცილიც დარდის არის, 
ხშირად ვერ ვხედავთ, 
მათი ფიქრები შვილთან მიდის, 
სხვა გზას ვერ ხედავს. 
ზოგი ეცემა, 
ზოგიც ძალით კვლავ ფეხზე დგება, 
თუმც ფერად სამოსს სხეულს არგებს 
და სულში ბნელა, 
არ განიკითხოთ გზაარეულ 
დედების სევდა. 
     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი