სიმართლის ფასი
რა თქვა, სად თქვა და როგორ თქვა, ეს თუ არ იცი იყუჩე, არ თქმით თუ ერთი შავდება თქმით ას გულს ერთად უმიზნებ. სიმართლის მთქმელიც აშავებს სათქმელს სწორ დროს თუ ვერ ურჩევს, ზოგჯერ დუმილი ოქროა ზოგჯერ აშავებს სიჩუმეც. ჟანგს იდებ, ჩალად არ ფასობ, თქმის დროს თავს როცა იმუნჯებ. სიმართლეს ფასი მაშინ აქვს როდესაც სწორ დროს იქუხებს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი