ძნელია როცა...
ძნელია, როცა უმიზეზოდ გესვრიან ტალახს, ლაფში გავლეენ არკუთვნილი საყვედურებით, თითქოს ცამ თავზე ჩამოგამხო ღრუბლების გროვა და გიმძიმს, როცა დამნაშავის გარგებენ გვირგვინს. დუმილი მიპყრობს, სიტყვას სიტყვას ვეღარ ვადევნებ, ვთვლი მართალი ვარ, მაგრამ არ მაქვს ძალა თავდაცვის, მსურდა სხვაგვარი შემართებით ამეწყო ფეხი და ახლა, თითქოს ფრთებით თავქვე მივექანები. არ დავეცემი, თუმც კი სიტყვამ წამაფორხილა, რაც არ გეკუთვნის ძნელი არის შენად მიიღო, სიტყვის მიღებას უნდა დიდი თავშეკავება, ტყვიად გაშენილ მწარე სიტყვამ რომ არ გაგთელოს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი