მინდა ცა მოვქარგო
როცა მზე ცივ მთვარეს სითბოს უზიარებს, როცა ზღვა სველ ქვიშას ნაზად ეფერება, სამყარო სავსეა ფერადი სხივებით, მე შენთან მოსვლა და ალერსი მინდება. დრო არის ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები, დრო მიხმობს, მოგიძღვნა ლამაზი ლექსები, ვისწავლო მე შენთან ლამაზად ცხოვრება, და მარტოობასთან გამომშვიდობება. მინდა, ცა მოვქარგო ლამაზი ფერებით, მინდა, რომ გაჩუქო ლამაზი დღეები, ერთად ავიხდინოთ ლამაზი სიზმარი და გითხრა, რომ ნაზი გრძნობებით მიყვარდი. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი