ღიმილის და სევდის დღეთა სამახსოვროდ


ღიმილის და სევდის დღეთა სამახსოვროდ
მოგონება სტროფებს კრძალვით მივაბარე,
ვინც მიყვარდა, ვინც გრძნობები ამიშალა,
უთქმელ სიტყვებს ლექსის სტროფით ვუზიარებ.

ბევრჯერ ვარდის სურნელებამ გამაბრუა,
ბევრჯერ თეთრმა, თმაჭაღარა გვირილებმა,
ზოგჯერ ნისლის თალხ ფერებთან გზებს ვეძებდი,
რომ გამეგო უთქმელ მთათა მწუხარება.

ჩანჩქერის და წყაროს წკრიალს ყური ვუგდე,
სულს სახსოვრად სავსე თასი უსახსოვრა,
კავკასიის თეთრ მწვერვალებს მივეჯაჭვე
და ვიხილე ლურჯთვალება ღრუბლის ცეკვა.

ღიმილის და სევდის დღეთა სამახსოვროდ
მოგონება სტროფებს კრძალვით მივაბარე,
ვინც მიყვარდა, ვინც გრძნობები ამიშალა,
უთქმელ სიტყვებს ლექსის სტროფით უზიარებ.
                  თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი