არის რამ, რაც არ გეპატიება


არის რამ, რაც არ გეპატიება,
რომ ბოროტება გულში ჩაიდო,
ბოღმით გალიო წუთისოფელი
და თქვა, ცხოვრება შხამის ზღვა იყო.

იქნებ მოკეთემ შენთან შესცოდა
და გული იქნებ ორად გაიყო,
მის გულში ჩაწვდი, იქნებ ორმაგად
მონანიების ცეცხლი აინთო.

ვერ გითხრა, რასაც გულში ინახავს,
მწუხარებისგან მზეც არ აინთო,
დანაშაულის ცხელმა შანთებმა
იქნება მისი გულიც დაიბყრო.

წარდგი ნაბიჯი მიეცი ძალა,
რომ პატიების ფასი გაიგოს,
არის რამ, რაც სულს გაგიმზიანებს,
მიმტევებლობის მადლით აინთო.
                 თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი