შემოდგომა ძამას ხეობაში
ქართლის ზეცა უჩვეულოდ აგაღელვებთ, გესტუმრება აქ სილაღე სულ სხვა განცდით, შემოდგომა აქ სიცოცხლით აგამღერებთ და სულისთვის დასატკბობად საზრდოს გაწვდის. სალოცავებს აქ სერობა მოუწყვიათ და ლოცვისთვის მაუწყებლად გიხმობს ზარი, მადლით გვსებს ყველა ტაძრის ბრწყინვალება, გეფიქრება აქ რწმენაზე სხვაგვარ კრძალვით. აქ ბუნების სილამაზეს ზეიმი აქვს, შემოდგომას ალამაზებს ხეთა ჯარი, მთის კალთები ფერთა გამებს შეუპყრიათ, შეუმოსავთ უჩვეულოდ ჭრელი კაბით. აქ სამშობლო სხვანაირად გესიტყვება, და ბუნება სულ სხვაგვარად გავსებს ძალით, მთის და ტბის ფონს ერთმანეთი შეუვსიათ, ვერ გაარჩევ სად იყრება მათი გზანი. შემოდგომას აქ სხვაგვარი ელფერი აქვს მთებს მოუსხავთ ჭრელაჭრულა საბურავი ემღერება დამუნჯებულ მთათა კალთებს, ფოთოლთ ცეკვამ გააცოცხლა უტყვი მთანი. ასეთ ფერთა შეხამებას ვერც ინატრებ, ლაჟვარდისფერს დაუპყრია ზეცის თაღი, ყვითელსა და ბროწეულის ფერის ფოთლებს დაუხურავთ ბუნებისთვის შარავანდი. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი