მინდა ჩავეფლო თეთრ გვირილებში
მინდა ჩავეფლო თეთრ გვირილებში თავზე მოწნული თეთრი გვირგვინით, ღრუბლებს უმზირო ნაზსა და ფაფუკს და ფიქრით გავხდე მისი ნაწილი. შემოვივლიდი მთასა და მდელოს, მწყურვალთან წვიმის წვეთს დავაფრქვევდი, ბებერ მუხასთან დავიჩოქებდი და ცივ ნიავს არ მივაკარებდი. ვესტუმრებოდი ირემს დარდიანს და ლაღი მთისკენ გავაქანებდი, ბულბულის ტკბილ ხმით გარინდებული ასკილის ბუჩქთან დავაღამებდი. ამ საოცარი ხედვების შემდეგ რიალობაშიც დავბრუნდებოდი, შევძლებდი მეტად გამეგო მისთვის ვინაც ოცნების ფასი არ იცის. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი