კახეთი
არსად ამგვარად არ მღერიან მრავალჟამიერს, ვერსად ამგვარად ვერ შეიგრძნობ მამულის სიტკბოს, კავკასიონის ჭაღარა მთის ჩუმი დუდუნით ვერ გაოცდებით, თუ კახეთის გულში არ ბუდობ. ვაზის ცრემლებით გაჯერებულ მარნის კარისკენ ქართული სუფრის დიდოსტატი თამადა გიხმობს, სავსე ფიალას სავსე გულით შემოგაგებებს და მოგიყვება სუფრის წესით აწყობილ სტრიქონს. იხარე ჭერო და ჩვენს ლხენას უყურე მტერო, იტყვის მჭექარედ, სავსე ჭიქას შემოგაგებებს, გრძნობით დალოცავს ქართულ ვაზის მადლიან ძირებს, ჯიშს დაგილოცავს ქართლის დედის ძუძუნაწოვებს. ვერსად ამგვარად ვერ იტყვიან წინაპართ ხსოვნას, ვერვინ ამგვარად მიწას თრთოლვით ვერ უამბორებს, ვინ უმღერს ჭიგოს დაყრდნობილი მტევნის ბარაქას, თუ არ კახელი სხვა ნეტავი ვინ უნდა იყოს? არსად ამგვარად არ მღერიან მრავალჟამიერს, ვერსად ამგვარად ვერ შეიგრძნობ მამულის სიტკბოს, კავკასიონთან თავმოყრილი თეთრი ღრუბლები შეღამებისას პირს გახსნის და მქუხარედ გიხმობს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი