ალუბლების ყვავილობის ჟამი დგება


ალუბლების ყვავილობის ჟამი დგება,
შიშველ ტოტებს შეშრობია ცრემლი,
როცა ქვეყნად ყვავილების ზეიმია
ღრუბლებიც კი იმალება მთებში.

როგორ გაძლებ, რომ ცდუნებას არ დანებდე,
ყვავილთ ფანტელს არ მიუძღვნა ლექსი,
ალუბლების ყვავილების სისპეტაკემ
მოკრძალება გააღვიძა ხეშიც.

ალიონზე ალუბლების სურნელებას
მზეც თავს უხრის, თბილ სხივებით ეტრფის,
გაზაფხულმა ფერებს სისხლი აუჩქროლა 
და გაფანტა ყვავილებად ველში.
                             თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი