ჩემი ქალაქი


ჩემი ქალაქის ქუჩებით ვტკბები, აქ თითქოს ყველა ქუჩა ჩემია,
აქ ყველა სახლი და ყველა ეზო ბავშვობის ლამაზ ზღაპრებს ყვებიან.
ჩემი ქალაქის ყველა მცხოვრები ვგრძნობ, რომ აქ ჩემი ახლობელია,
დილა მშვიდობის ღიმილით თქმული, ჩვენს შორის ნაცნობ სიმად რჩებიან.

აქ ხომ ჩემია აკაკის ბაღი, ილიას სკოლა და გზაც ჩემია, 
თუნდაც უცნობი სახე მიმზერდეს ვიტყვი ეს ჩემი ქალაქელია.
დიახ ჩემია ეს ცა ფირუზი მოდინახიდან რაც თვალს სწვდენია,
ეს ხმაც ჩემია ყოველ საღამოს ყვირილა ყურს რომ ჩამსახლებია.

ჩემი ქალაქის ქუჩებით ვთბები აქ ღამეც თითქოს ცა ნათელია,
აქ ყველა ქუჩა და ყველა სახლი გარდასულ დღეთა ამბავს ყვებიან.
აქ სხვაგვარია ჩემთვის დაისი, ღიმილს და სევდას აქ სხვა ფერი აქვს,
აქ ყველა ქუჩის წარსულ დღეებთან ჩემი ბავშვობის ნაკვალევია.
                                                  თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი