Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_3puk01qtinft9bcobshc4jt6sg, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ქაოსი - თამარ გელაშვილი | პოეზია

ქაოსი


ზოგის სიტყვა ჩირად ფასობს,
ზოგის ოქრო ვერცხლიაო,
გააჩნია სიტყვის მთქმელი 
რა ავტორიტეტზეაო. 

უიღბლო თუ ამბობს სიტყვას 
სულელი და ბეციაო,
და თუ “ბრძენმა”იგივე თქვა 
ეს რა კაცი გვეწვიაო. 

ასე ხდება, ვითომ ცეტო, 
ჩემო გიჟო “ბესიაო,” 
შენ რომ იტყვი ქილიკობენ,
ის რომ იტყვეს ბრძენიაო. 

ზოგჯერ ქვეყნად ასეც ხდება,
ეს ამ ქვეყნის წესიაო, 
შლეგი იდგავს ოქროს გვირგვინს, 
ბრძენს კი ტალახს ესვრიანო.
                   თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი