შემოდგომის ჰარმონია
ფერებმა ფიქრებს დარია ხელი და შემოდგომამ მთლად აიწყვიტა, ფერთა ფერება დავიწყე ისევ, ფიქრებს მივანდე ფრთები ფრინველთა. რა ძალამ შექმნა ?რამ მისცა ფერი ფრთებგამოსხმული ფოთლების ღელვას? რომ დაუპყრია ფერთა პალიტრა და ჩვენი გულიც ფერადად ფეთქავს. მიყვარს ფერების ეს ზარზეიმი, ყვითელწითელი ფერების ცეკვა, ქარს აყოლილი ვალსი ფოთლების და შემოდგომის ნაზი სიმღერა. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი