წლები რაა?
წლები რაა? წლები მხოლოდ ციფრებია, თუ კი გულში ძველებურად ცელქობს ბავშვი. მერე რა რომ თმას ჭაღარა შეერია და ფიფქებად დაებნია ჩემს რბილ თმაში. წლები რაა წლები დღეთა საზომია, თუ სიანცე ისევ სახლობს გულის ხმაში, წლები ჩვენთან ყოველ ჯერზე მარცხდებიან, თუ სიცოცხლეს ეგებები დიდი ნატვრით. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი