დედა
დედის ჩახუტება სხვაგვარია, გულში გეწვეთება სითბო, ჩუმი შემოხედვით იმდენ რამეს გამჩნევს შუბლზე გაწერია თითქოს. რა გიხარია და რატომ ავდრიანობ, თვალებს რად არიდებ დიდრონს, მაიც ვერ დამალავ, დედა გულით ხვდება სულში დარდს მალავ თუ ლხინობ. დედის ჩახუტება მართლაც სხვაგვარია, მზის სხივს გიწილადებს თითქოს, ერთი გაღიმებით იმდენ ძალას გმატებს მთებსაც კი გადადგავ ფიქრობ . თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი