ჩემთვის სამშობლო მიწისა და ზეცის ლოცვაა


ჩემთვის სამშობლო მიწისა და ზეცის ლოცვაა,
ჩანჩქერებისგან ნაამბობი კლდეთა ღაღადი,
ჩემთვის სამშობლო დიდი პაპის სიტყვის რწმენაა,
მისი მარჯვენით მოხატული ქამარ ხანჯალი.
 
ჩემთვის სამშობლო წართმეული მიწის ოხვრაა,
და ამ მიწაზე სისხლ დაღვრილი გმირთა ვარამი,
ჩემთვის სამშობლო ჭირში მყოფის გვერდით დგომაა 
და ია ვარდით შემკობილი გმირის საფლავი. 

ჩემთვის სამშობლო ჩუქურთმებთან სიტყვის ძებნაა, 
ქვაზე ნაკვეთი დაქარგული ჩვენი ანბანი.
ჩემთვის სამშობლო იავნანის ხმაზე ჟრჟოლაა, 
ქართულ ცეკვაზე აძგერებულ სისხლის ღაღადი.


ჩემთვის სამშობლო იმ სახელთა მოგონაბაა სამშობლოსათვის რომ გასწირეს სული მართალი,
ჩემთვის სამშობლო ჩემს დროშასთან მუხლის მოყრაა 
ქართულ დროშაზე ფეხ არდამდგმელ გმირის ამბავით.
   თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი