მინდა ვიყოთ ერთად
მინდა ვიყოთ ერთად ავდარში თუ დარში, მინდა მყავდე კედლად ომის ქარიშხალში. მინდა მწყურვალს წყალი ჩემი ხელით გერგოს, სიხარულიც, სევდაც, რომ უსიტყვოდ გვეგრძნოს. მინდა შენზე ფიქრის რომ გადვიქცე წყაროდ, მრუდე ბილიკებიც ერთად გავიაროთ. მინდა მოგონების ერთი გვქონდეს სკივრი და შევერცხლილ გზებზეც შენთან ერთად ვივლი. მინდა შენი მწამდეს ყველა წუთს თუ წამში, ყველა წყენის ფურცელს ფერფლს გავატან ქარში. ჰო და ასე ჩემო, ჩემი ფიქრის კვალო, მინდა წლების ღელვამ ვერაფერი გვაკლოს. სუნთქვის ბოლო აკორდს როცა ერთად ავთვლით, ერთმანეთის გვწამდეს იმ უიღბლო წამშიც. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი