გულის ნაწილი


შენ გქვია ჩემი სულის ნაწილი, 
ჩემი სუნთქვა ხარ, შენ შვილო ჩემო. 
მზე რომ მათბობს და წვიმა მაცოცხლებს 
ეგ წვიმის წვეთიც შენახარ ჩემო.

ჩემს ეზოს ორი ნერგი ამშვენებს,
ორი სახელი ჩემს გულში მეფობს, 
თქვენი წყაროდან მსურს, რომ მოჩქეფდეს
ბედნიერების ნაკადი ჩემო.

შენ ჩემი ღამის ხარ ჩირაღდანი, 
ყველა იმედის საწყისად გჩემობ.
ყველა ლამაზი ფიქრის კვალი ხარ,
ხვალის აზრი ხარ, შენ სუნთქვავ ჩემო.
                                თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი