მომავლის იმედით
მართალში ეძიე სიკეთე, ბოროტს კი უჩვენე გზა, სადაც კი დაჩაგრულს შეხედავ, იქვე მოევლინე ხსნად. მთის ბილიკს ორი აქვს ნაპირი, ერთ მხარეს იხილავ ხრამს, მეორე მტკიცე და სანდოა, იქითკენ მიენდე კვალს. დღეს თუ არ გიმართლებს არ ნიშნავს, რომ მორჩა, ჩაგძირა ზღვამ. ხვალის დღის გჯეროდეს სიკეთე, ყოველთვის აგინთებს ფარს. ყველა დღეს თავისი ფასი აქვს, ყველა ნერგს თავისი გზა, ბაღში თუ ვარდები ხარობენ, იქ სადღაც ყვავილობს ბზა. გჯეროდეს ყოველთვის დიდ დაღმართს აღმართი მოჰყვება კვლავ, დღეს თუ შენს ფიქრებში გაწვიმდა, ხვალის მზე გაგიხსნის კარს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი