სამყარო არც ისე დიდია


სამყარო არც ისე დიდია
გეძებდე სანთლით და ვერ გნახო
არც ისე მცირე და პატარა 
რომ მსურდეს თავი ვერ დავმალო. 

მაკლიხარ? დაგეძებ ფიქრებით, 
არ ვცდები, ყოველთვის გპოულობ. 
არ მსურხარ? უხილავ ფარდას ვშლი, 
მის შიგნით ყოფნა არც იფიქრო. 

ვინც შენს ცრემლს უდარდელს დაარქმევს, 
მისგან არც ღიმილი მიიღო. 
გზა ფართოდ გაუღე წამსვლელებს,
ვინც არ ღირს არც უნდა იტირო.
                                 თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი