ოჰ, რა საოცარი ფიქრი მსტუმრობს


ოჰ, რა საოცარი ფიქრი მსტუმრობს,
როგორ დავიჯერო არ ასრულდეს, 
ჩვენი საქართველოს მთლიანობა
ვნატრობ მალე იქცეს სინამდვილედ.
...............................................................

როცა ლამაზი დღე გათენდება
სულში აცეკვდება აპრილები 
ჩემი საქართველო გაბრწყინდება 
და მეც ტკბილი ცრემლით ავტირდები 

მალე ენგურს მიღმა ხიდზე გასულს 
თეთრი თოლიები გამაცილებს 
მჯერა გაღვივდება ძმობის თესლი 
და ჩვენ ერთ სამშობლოს დავიფიცებთ 

მალე დავიჩოქებთ ზღვის ნაპირას 
თეთრი ნიჟარის ხმას ყურს დავუგდებთ 
ხელში ფერად კენჭებს ავიღებთ და 
გულში ნათქვამ სიტყვებს ერთად დავწერთ-
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო   ჩ ვ ე ნ ი  ს ა მ შ ო ბ ლ ო ა 
                              თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი