სიყვარულის ფიცი
-შენს გვერდით ვირჩევ მზესთან შეხვედრას,
 შენი ცხოვრების მცველი მერქმევა,
 შენ ჩემი სულის ხდები მეწყვილე, 
დღეიდან ჩემი ცოლი გერქმევა!
 - შენს გვერდით ვირჩევ სიცილს და ტირილს, 
შენი ცხოვრების მგზავრი მერქმევა,
 შენ ჩემი გულის ხდები მპყრობელი,
 დღეიდან ჩემი ქმარი გერქმევა!
 -შენს მხარზე ვირჩევ თავის დადებას 
როცა სევდის ზღვა თავს დამესხმება. 
-შენს ხელს მივანდობ ჩემს ხელს მეწყვილედ 
და სამარესთან გავხსნი პირველად.
 -შენთვის ვიქნები მზეში ღრუბელი, 
წვიმაში ქოლგა, თოვლში ენძელა.
 
-შენთვის ვიქნები უშრობი წყარო
 მწყურვალს სიყვარულს გაწვდი წვეთ წვეთად.
-და ჩვენ დღეიდან… 
-და ჩვენ დღეიდან…
-და ჩვენ დღეიდან წყვილი გვერქმევა.
               თამარ გელაშვილი
    შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი