მონატრება


როცა სიმარტოვით ადგილს ვერ პოულობ, 
როცა გგონია რომ ბინდი მოგეძალა,
არის სასწაული, რაც შენ გადაგარჩენს 
და ეს სასწაული შენში ჰპოვებს ძალას. 

როცა გენატრება მისი გაღიმება 
თვალი დახუჭე და ფიქრი აფერადე, 
იგრძნობ სიყვარულით მასთან ჩახუტებას, 
გრძნობ რომ თვალებიდან ღიმილს ამზიანებ.

ეს არც სიყვარულის გრძნობის აკორდია 
და არც გზას ამცდარი ფიქრი მოყიალე, 
მტანჯველ მონატრებულ გულის წამალია, 
წამით დიდ შვებას რომ გულში ჩაგისახლებს. 
(მენატრები დე)
                   თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი