დედაშვილობაა მანძილს რომ ვერ იტანს


მეგაზაფხულეა როცა ახლოს მყავხართ 
ჩემი სიხარულის სანთლად ანთილებო, 
ზამთრის სუსხი მსტუმრობს თვალს თუ ეფარებით 
ჩემთვის სიხარულიც ჩუმად დარდიანობს.
 
გული ფიქრებს ფარავს, სიტყვა ფარად მმოსავს, 
დარდებს ასე როგორ უნდა დავემალო, 
დედაშვილობაა მანძილს რომ ვერ იტანს, 
მაგრამ თქვენი ხათრით უნდა ავიტანო. 

გზა-კვალ დამლოცველი დედის შემსმენელი 
თქვენი ანგელოზის სულს ვთხოვ დაგიფაროთ, 
წუთებს გადავითვლი თქვენთან შესახვედრად 
ჩემი გაზაფხულის თეთრო ყვავილებო.
                                                თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი